რუსები ყველაზე ულამაზო ერად დასახელდნენ

  • pia.ge
  • 16 მაისი 10:52

გაცნობის საიტმა  "BeautifulPeople" ყველაზე ულამაზო ერების რეიტინგი გამოაქვეყნა.

საიტის წესების მიხედვით, ინტერნეტით  გაცნობის მსურველს, განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმავლობაში, ხმას აძლევენ საიტზე უკვე რეგისტრირებული საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები და მას, მხოლოდ ამის შემდეგ  შეუძლია, ჯგუფის წევრი გახდეს.  


ამ დროისთვის, საიტზე რეგისტრირების უფლება მილიონზე მეტ ადამიანს დაუბლოკეს.


ყველაზე „შეუხედავების“ რეიტინგში დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, რომელსაც ინდოეთი, რუსეთი და ფილოპინები მოსდევს.


 "BeautifulPeople-ის" მომხმარებლებმა ყველაზე ლამაზებად სკანდინავიის ქვეყნების წარმომდგენლები აღიარეს.


საიტის დამფუძნებელი გრეგ ჰოდჯი, რომელსაც ასევე უარი უთხრეს გაცნობის ჯგუფში რეგისტრაციაზე, თვლის ,რომ "ანტირეიტინგის" წევრები ყურადღებას არ აქცევენ  საკუთარ გარეგნობას და არ მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge