7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შესაფერი ადამიანი იპოვეთ

  • trend.ge
  • 15 მაისი 23:15

სასიყვარულო ურთიერთობა არ არის მარტივი. შესაძლოა რომანტიკული პარტნიორი გყავდეთ, მაგრამ ვერ მიხვდეთ არის თუ არა ეს ადამიანი ნამდვილად თქვენი შესაფერი, არის თუ არა ის ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებდით.

საკუთარ გამოცდილებას ის ადამიანები გვიზიარებენ, რომლებიც 30 წელზე მეტია ქორწინებაში არიან, როგორც ამბობენ, არსებობს შვიდი მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი შესაფერი ადამიანი იპოვეთ.


1. გიყვართ და მოგწონთ ერთმანეთი - „39 წელია ერთად ვართ და მე და ჩემ ქმარს დღემდე ძალიან მოგვწონს ერთმანეთი. თითქმის ყოველ წუთს ერთად ვატარებთ, ერთად დავდივართ სამოგზაუროდ, ვხუმრობთ, ვიცინით, აზრებს, შეხედულებებს ვუზიარებთ. მე ვიცი, რომ ის ჩემთვის ერთადერთია. ჩვენ არ გვადარდებს ის, თუ რას ამბობს ხალხი ჩვენი ცხოვრების სტილის შესახებ.


როცა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, არ გვსურდა ბავშვის გაჩენა და 8 წლის ბავშვი ვიშვილეთ. შემდეგ კი გადავწყვიტეთ ბიოლოგიური შვილიც გაგვეჩინა. ერთი წლის განმავლობაში სამოგზაუროდ ვიყავით და უამრავი ქვეყანა ვნახეთ. მე კიდევ დიდხანს მინდა მის გვერდით ყოფნა“, - ამბობს სილვანა კლარკი, რომელიც 39 წელია დაქორწინებულია.


2. გაქვთ საერთო ღირებულებები და მიზნები - „მე და ჯეკი დაწყებით სკოლაში მოხალისეებად ვმუშაობდით. ის ბავშვებთან შესანიშნავი იყო, რამაც ძალიან მომხიბლა და მივხვდი, რომ ფანტასტიკური მამა იქნებოდა. ის არ კეცავს აბაზანის პირსახოცს ისე, როგორც მე, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი.


ძალიან ბევრი ადამიანი სრულყოფილებას ითხოვს მეუღლისგან, მაგრამ რეალურად, ადამიანები არ არიან სრულყოფილები. ის ფაქტი, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ამბობს ნენსი ჰიუსი, რომელიც 41 წელია დაქორწინებულია.


3. თუ ერთმანეთის გაბედნიერებას ცდილობთ - „ჩვენ თითქმის ნახევარი საუკუნეა ერთად ვართ და ახლა რომ მკითხოთ, თავიდან ქორწინების შანსი რომ მქონდეს, როგორ მოვიქცეოდი, გიპასუხებდით, რომ ისევ ამ კაცზე ვიქორწინებდი. ის ყოველთვის მზად არის ყველაფერი გააკეთოს ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის.


ის დადის ჩემთან ერთად შოპინგზე და მოთმინებით მელოდება, ის დღემდე ყიდულობს ჩემთვის საჩუქრებს და ჩუმად დებს საწოლზე. ამდენი წლის მერეც ისევ ძალიან ვუყვარვარ, ისევე, როგორც მე მიყვარს“, - ამბობს ქეროლ ჯი, რომელიც 43 წელია დაქორწინებულია.


4. თუ იღებთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ - „მე და ჩემი ქმარი აბსოლუტურად განსხვავებული ოჯახებიდან ვართ. მისგან განსხვავებით მე დიდ, ხმაურიან იტალიურ ოჯახში გავიზარდე. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს თითქმის ყველა საკითხის მიმართ, მაგრამ არ ვცდილობთ ერთმანეთის აზრები ვაკონტროლოთ, აზრები შევუცვალოთ ერთმანეთს და ეს ძალიან გვეხმარება.


მე ეს კაცი დღეს ისევე მიყვარს, როგორც 53 წლის წინ მიყვარდა“. - ამბობს ელისა შერონასი, რომელიც 51 წელია დაქორწინებულია.


5. თუ ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერთ - „ჩემს ქმარს შევხვდი, შეხვედრიდან ერთ კვირაში დავინიშნეთ და ათ თვეში დავქორწინდით. არ შემეძლო იმის დაჯერება რომ ასეთი შესანიშნავი კაცი მარტოხელა იყო და შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ის ჩემთვის გაჩნდა. ჩემი ქმარი ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია, გამუდმებით ვგრძნობ მის გვერდით დგომას. ჩემი ყველაზე დიდი დასაყრდენი ძალაა“, - ამბობს კეტი თული, რომელიც 31 წელია დაქორწინებულია.


6. თუ ერთმანეთის ყველაზე გიჟურ იდეებსაც იწონებთ და ერთმანეთის გატაცებებს პატივს სცემთ - „როდესაც ჩემი ცოლი გავიცანი ჩრდილოეთ კაროლინაში 82-ე საავიაციო ბრიგადის პარაშუტისტი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოლი დიდად არაა თავგადასავლების მოყვარული, ის მაინც მხარს უჭერდა ჩემს გიჟურ აქტივობებს. ეს იმიტომ, რომ მან იცის რა მჭირდება, ის ყველაზე უკეთ მიგებს, ის ჩემთვისაა შექმნილი“, - ამბობს მონტე დრენერი, რომელიც 34 წელია დაქორწინებულია.


7. თუ გრძნობ, რომ მას მთელი ცხოვრებაა იცნობ - „მთელი ცხოვრებაა მიჭირს უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია და უცნობების ნდობა, მაგრამ იმ ღამით, როცა ჩემს ქმარს შევხვდი უცხო ადამიანების შიში სადღაც გაქრა. მე და ჩემი მეგობარი შეყვარებულებს დავშორდით და ღამით ბარში წავედით, სადაც მას შევხვდი.


საოცრად ჯენტლმენურად იქცეოდა. სახლში წაყვანა შემომთავაზა და რაღაც მოხდა ჩემს გონებაში, უარი ვერ ვუთხარი მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამით პირველად ვნახე. მე ვენდე ინტუიციას, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეს კაცი არ იყო უცხო და ინტუიცია მართალი აღმოჩნდა“, - ამბობს პატრიცია კუმორი, რომელიც 31 წელია დაქორწინებულია.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge