ტრამპი კომპანიებს Huawei-ს ტექნიკის გამოყენებას აუკრძალავს

  • imedinews.ge
  • 15 მაისი 22:52

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს ჩუნურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ტექნიკის გამოყენებას აუკრძალავს.

შესაბამის ბრძანებაზე ხელმოწერას Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ კვირაში აპირებს. 


ამ ინფორმაციას წინ უძღოდა თავად კომპანიის შესახებ გავრცელებული ცნობა.


კერძოდ, Huawei-ს ბრიტანეთთთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან ჯაშუშობის წინააღმდეგ შეთანხმების გაფორმება სურს. 


ამის შესახებ Reuters-ი ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 


ინფორმაციაში ჯერჯერობით არ არის მითითებული, ბრიტანეთის გარდა, კიდევ რომელ ქვეყანას მოიაზრებს Huawei შეთანხმების შესაძლო მხარედ. 


ვაშინგტონმა მოკავშირეებს მოუწოდა, არ გამოიყენონ Huawei-ს ტექნოლოგია 5G-ს ქსელის შესაქმნელად.


აშშ და რამდენიმე ქვეყანას ეჭვობს, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.


დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის მდივანი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან Huawei-ს ტექნოლოგია 5G ქსელის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაათავისუფლა.


გაზეთმა Daily Telegraph-მა დაწერა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კომპანია Huawei ახალი თაობის ქსელის პროექტში დაუშვა. გაზეთმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა მინისტრი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge