ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვარლი ვახტანგ გორგასალი დააკავეს - თბილისური ამბავი

  • 15 მაისი 21:21

თბილისური ამბავი

"საბჭოთა დროში მეტისმეტად გადამთვრალ პიროვნებებს აკავებდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით. ზოგი მილიციელი უფროსისათვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც თავის უფლებამოსილებას და ოდნავ ნასვამსაც კი განყოფილებაში მოაბრძანებდა. ამ მხრივ რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანო ზანდუკელაშვილი. ვანო თუ მორიგე იყო ყოველთვის რაღაც კურიოზი ხდებოდა. სამსახურში მისული ერთხელ ვეკითხები:


- წუხელ წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?


- აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, - მითხრა და მაგიდაზე "პროტოკოლები" დამიდო რომელიც მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა.
ვანო გაუშვი და კითხვას შეუდექი. ორი წავიკითხე და მესამეზე გადავედი თუ არა სახტად დავრჩი... "პროტოკოლში" ეწერა:


"გვარი და სახელი - ვახტანგ გორგასალი.


დაკავების ადგილი - ჭრელი აბანოს მიდამოები.


დაკავების მიზეზი - მთვრალ მდგომარეობაში


მიდიოდა ხოხობზე სანადიროდ".


ანუ ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვრალი "ვახტანგ გორგასალი" დააკავა.


ვანო კაბინეტში გამოვიძახე და ვუთხარი, - ერთი ეგ ვახტანგ გორგასალი შემომიყვანე - მეთქი.


ცოტა ხანში ვანომ ახალგამოღვიძებული


"ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი" მომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩდა."