ძალიან სახალისო ისტორია

  • 15 მაისი 21:16

ქართლოს კასრაძის მოგონებებიდან:

"სკოლაში სწავლის პერიოდში ჩვენმა დარაჯმა ულამაზესი ქალის პორტრეტი შემოიტანა და კედელზე ჩამოკიდა.


იმ დღიდან მოსვენება დამეკარგა-შემიყვარდა , მაგრამ როგორ, ნამეტნავად.
დავიწყე ლექსების წერა, სულ იმ ქალზე ვფიქრობდი.ბოლოს ერთ თანაკლასელს გავუმხილე, ქალი შემიყვარდა, ნამეტნავად-მეთქი.


-არ გადამრიო, ბოშო, რა დროს შენი ქალია!


-დრო უძახე შენ და მე აღარ ვარ ამ ქვეყნაზე.


-ვინაა, გამიმხილე მაინც ის ცეცხლში დასაწვავიო
უხმოდ გავაპარე თვალი სურათისაკენ.


-ის.....


ჩემი მეგობარი ისე ჩაბჟირდა, ვიფიქრე, ვეღარ გადარჩება-მეთქი. კარგა ხანს აფხარკალა ფეხები...


-რა არის აქ სასაცილო-მეთქი-გავბრაზდი


-შე უპატრონო, გამეცინება აბა რა მომივა, მაგი ლომონოსოვიაო....


ამის მერე სურათიდან აღარავინ შემყვარებია."