საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

  • 15 მაისი 19:01, 2019 წელი

საბერძნეთის პოლიციამ 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვა,გუშინ შუადღის ეძებდნენ. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენის გარეუბანში 29 წლის საქართველოს მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. პოლიციიის განცხადებით, იკვეთება ძალადობის ნიშნები,გარდაცვლილს ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა.უკვე დაიკითხა მოკლულის ყოფილი მეუღლე.