მიხეილ ბენიძე - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო მასალების გადაცემით კანონი არ დარღვეულა

  • 15 მაისი 17:34

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ ზუგდიდში საარჩევნო კანონმდებლობა არ დარღვეულა.

როგორც ბენიძე აღნიშნავს, საარჩევნო მასალების გაცემა ხდება არჩევნებამდე ერთი- ორი დღით ადრე.


ბენიძე მიიჩნევს, რომ ან ნაწილში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


„რაც შეეხება წუხელ ზუგდიდში განვითარებულ გარკვეულ პროცესებს, ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ შეიძლება საერთო ჯამში პრაქტიკა ცოტა განსხვავებული იყოს, როდესაც მასალების გაცემა პრაქტიკაში როგორც წესით, ჩვენი დაკვირვებით უფრო ხდება არჩევნებთან ახლოს ერთი- ორი დღით ადრე ვადაში, თუმცა  ეს ორი დღით ადრე ვადა მასალების გაცემის არის კანონით განსაზღვრული ბოლო ვადა და ტექნიკურად კანონი არ კრძალავს უფრო ადრე მასალების გაცემას. ამდენად ამ ნაწილში ჩვენ განსაკუთრებულ გამოწვევებს ვერ ვხედავთ თუ რა თქმა უნდა ადგილი არ ჰქონდა რომელიმე მათგანის დაზიანებას ან თუ ვთქვათ, სიებიდან პერსონალური მონაცემები გაიცა ან რაიმე სახით დამუშავდა ან მათზე მოხდა გამოყენებული იქნა უკანონი მიზნებისთვის მაშინ ცხადია ასეთ შემთხვევაში სამართალდარღვევას ექნება ადგილი. მხოლოდ მასალების გადაცემით თავის მხრივ ან ნაწილში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - უთხრა „პირველს“ მიხეილ ბენიძემ.


გარდა ამისა, მიხეილ ბენიძე ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა.


ბენიძის თქმით, რამდენიმე ინციდენტი და ფაქტი შეშფოთების საფუძველს იძლევა.


„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ რამდენიმე ინციდენტს და ფაქტს, რომელიც ცხადია, შეშფოთების საფუძველია. ერთი მხრივ ეს არის ძალადობრივი ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალბატონი სანდრა რულოვსის წინააღმდეგ,  ასევე ჟურნალისტურ საქიანობაში ხელისშეშლასაც ჰქონდა ადგილი, ძალადობრივი ინციდენტის დროს. ჟურნალისტებზე თავდასხმაც გამოიკვეთა. ცხადია ეს არის სერიოზული პრობლემა.  საარჩევნო პროცესი უნდა იყოს ძალადობრივი ქმდებებისგან თავისუფალი  და მათ შორის  მედიის წარმომადგენლებს უნდა  ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ საარჩევნო პერიოდში. საერთო ჯამში ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც არის ძალადობრივი, კამპანიის ხელის შეშლას ისახავს მიზნად  ან ამომრჩევლის მოსყიდვას ან ზეწოლას, ეს ცხადია საარჩევნო პროცესისთვის დამაზიანებელია და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს.  ამ პროცესში მშივნელოვანი არის რომ ამომრჩევლის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება იყოს უზრუნველყოფილი. ცხადია პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ყველა მხარეს, მათ შორის ოპოზიციას  რომ სიტუაცია იყოს რაც შეიძლება მშვიდი არჩევნების პერიოდში“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.