კაპადოკიაში უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს

  • pia.ge
  • 14 მაისი 18:52

თურქეთის კაპადოკიის პროვინცია ნევშეხირში მანამდე უცნობი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

უძველეს გამოქვაბულში შესასვლელი შემთხვევით აღმოუჩენია ადგილობრივ ბახრი ორხანს, რომელმაც ნანახის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა.
გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილის დათვალიერების შემდეგ დაადგინეს, რომ გამოქვაბული მანამდე უცნობ მიწისქვეშა ქალაქს წარმოადგენს.
ქალაქის სივრცის შესწავლისას კლდეებზე ნახატები აღმოაჩინეს, რომლებიც, მეცნიერების მტკიცებით, მიუთითებენ, რომ მიწისქვეშა ქალაქი რამდენიმე ათასი წლის წინ დაარსდა

სრული ვერსიის ნახვა pia.ge