მშენებლობიდან გარდმოვარდნილი მუშის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

  • pia.ge
  • 14 მაისი 16:38

თბილისში,  კოსტავას 75 ნომერში მშენებარე კორპუსის მეოცე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი მუშა, რამდენიმე წუთის წინ, პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დაღუპული 1969 წელს არის დაბადებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge