ყვარელში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 13 მაისი 18:51

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭის სიკვდილი კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

შემთხვევა გამყრელიძეების ოჯახში მოხდა. მათ ერთ-ერთო წარმოების ქათამი თბილისიდან ახლობელმა გაუგზავნათ.


მათივე ინფორმაციით, ბავშვს ბულიონი ჰქონდა მიღებული.


ხორცის მიღების შემდეგ კი გადაუდებელი დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში სამკურნალოდ გადაიყვანა.


ბავშვის გადარჩენა კი ვეღარ მოხერხდა. ის ყვარლის საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.


გამყრელიძეების ოჯახი ფიქრობს, რომ პროდუქცია ზედ არსებული წარწერის მიუხედავად, მოძველებული იყო და ფატალური შედეგი სწორედ ამან გამოიწვია.


ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან და შესაბამის უწყებებს პროდუქციის კონტროლისკენ მოუწოდებენ.


საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.


დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge