სასამართლომ "მამიდა" 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

  • pia.ge
  • 10 მაისი 16:47

სასატუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული, რომელსაც ბრალი პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემისთვის ედება 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

პროკურატურა ხუცურაულის დაპატიმრებას ითხოვდა,მოგვიანებით კი, 40 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, დავცის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს დაწესებას

სასტუმრო "მამიდას" მფლობელს თანხის გადასახდელად 15-დღიანი ვადა აქვს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს ზინაიდა ქორიძეს, მას გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

როენა ხუცურაულს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედებათ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge