„მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი წარედგინა

  • pia.ge
  • 9 მაისი 16:31, 2019 წელი

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალი ოფიციალურად წარედგინა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ სხვა პირებსაც.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედებათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ხუთი პირი, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი გუშინ დააკავეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge