კახა კალაძე - ვეტერანებმა თავიანთი თავგანწირვის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს

  • pia.ge
  • 9 მაისი 12:57

 კახა კალაძემ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. დედაქალაქის მერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო.

„მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი გმირობის და თავგანწირვის ფასად მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან. 74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხარო ის არის, რომ ყოველწლიურად ჩვენი ვეტერანები გვაკლდებიან. მე მინდა, მათ პირველ რიგში, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და სიძლიერე ვუსურვო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა კალძემ.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge