პრეზიდენტი ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

  • pia.ge
  • 9 მაისი 12:56

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის ყველა იმ ვეტერანს ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვებას, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

„მინდა ყველა იმ ვეტერანს, რომლებიც დღეს კიდევ ცოცხლები არიან, მიულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. ყველა ქართველს, ყველას სჯეროდა, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ყველა დაიღუპა საქართველოსთვის. მინდა იყოს მათი ხსოვნა და მათი პატივისცემა დღეს“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge