მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული

  • pia.ge
  • 8 მაისი 14:25

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.

როგორც "პირველს" სუს-ში განუცხადეს, მაჩალიკაშვილის უწყებაში დაბარება ადვოკატებთან კომუნიკაციის შედეგად მოხდა.


სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.


სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge