4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.45 მლნ-ს მიაღწია

  • 7 მაისი 10:32, 2019 წელი

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1.45 მლნ მგზავრს მოემსახურა. რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1.21 მლნ მგზავრი). 

აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი  ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331 523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296 163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%-ით მეტი 1.13 მლნ შეადგინა (2018 წელი 1.02 მლნ მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67% გაიზარდა და 67 530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40 413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  224 314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89% მეტია. (2018 წელი 118 433 მგზავრი).


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36 532  მგზავრმა ისარგებლა. რაც 16% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31 501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88 448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68 261 მგზავრი).



რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1 626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1 406 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).


ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1624 მგზავრი).