შესაძლოა დაბალფასიანი თამბაქოც გაუძვირდეთ

  • რეზონანსი
  • 6 მაისი 13:04

ქართული ოცნების წევრი გუგული მაღრაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები გამართლებულია, რადგან ეს საერთაშორისო მოთხოვნაა და პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან და მათ შემოსავლებთან.

"რეზონანსი": საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვებიდან ერთი წელი გავიდა, რა შედეგები მივიღეთ ამ ერთი წლის განმავლობაში?


გუგული მაღრაძე: თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით კარგი შედეგები გვაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ რესტორნებსა და სასტუმროებში მონიტორინგმა უჩვენა 95 % აღსულება, რაც საკმაოდ კარგი შედეგია


"რ":ხარვეზები თუ არის ამ მხრივ?


გ.მ:ხარვეზი ისეთი, რომელიც ხელს უშლის კანონის ინპლემენტაციას ისეთი არ არის, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, განსაკუთრებით ოფისებთან დაკავშირებით - მე არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ საკუთარ კაბინეტში ვიღაცა არ ეწევა, ასეთი შემთხვევის გამოვლენა რთულია, ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ობიექტებიდან უნდა მოდიოდეს.


"რ":სიგარეტის გაძვირების მიუხედავად ხალხი თავს არ ანებებს მოწევას და დაბალფასიანს ე.წ. შესახვევ სიგარეტს არჩევს - ეს ქმედება თამბაქოს რეგულაციის მიზანს რამდენად განახორციელებს?


გ.მ: აქციზი უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, თამბაქოზე უნდა იყოს მეტ-ნაკლებად თანაბარი ფასი, რომ ხელი არ შეეწყოს კონტრაბანდას, ამიტომ თანდათანობით ვახორციელებთ ამას თამბაქოზე და გარკვეულ საგნებზე.


"რ": პირველი მაისიდან სავალდებულო გახდა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის შემცველობაზე 3 თვით ადრე ჯანდაცვის სამინისტროში ცნობის წარდგენა. ეს თამბაქოს დეფიციტს ხომ არ შექმნის?


გ.მ: არა, დეფიციტს არ შექმნის იმიტომ, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ყველა ხომ ერთდროულად არ გააკეთებს განაცხადს. ასე რომ, თამბაქოს დეფიციტი არა მგონია ამან გამოიწვოს


ვამართლებთ ისეთ რეგულაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანმრთელობას,რომ თავი დაანებონ ამ ცუდ ჩვევას, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სხვა ადამიანისთვის არ იყოს შემაწუხებელი და არავისთვის არ აგვიკრძალია მოწევა ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთ სივრცეში, რომ სხვა ადამიანს მიაყენოს ზიანი.


დანარჩენი, საჭიროა უკვე პროპაგანდა, საგანმანათლებლო მუშაობა, აქციზის მატება იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო კარგად გააცნობიერონ, რამდენად საზიანოა თამბაქოს მოწევა მათი ჯანმრთელობისთვის და შემოსავლისთვის.

წყარო: რეზონანსი