რუსეთში ქიმიური საწარმო აფეთქდა

  • pia.ge
  • 6 მაისი 11:45

რუსეთში, პერმის მხარეში ქიმიურ საწარმო „აზოტში“ აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქება სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა, თუმცა ამჟამად საწარმო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.


 


ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად  ერთი ადამიანი დაშავდა. ის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.


 


დაწყებულია გამოძიება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge