ახალქალაქში 81 წლის კაცი მინდორში გარდაცვლილი იპოვეს

  • pia.ge
  • 6 მაისი 11:04

სოფელ ბავრაში 81 წლის ს.ბ. საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. თანასოფლელების თქმით, 5 მაისს, დღის მანძილზე ხანშიშესული კაცი სოფლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს წმენდდა და ნარჩენებს წვავდა.

„ფოთლები, ხმელი ბალახი მოაგროვა და ცეხლი წაუკიდა. სავარაუდოდ კვამლმა ცუდად გახადა და გაითიშა. სხეულზე დამწვრობები ჰქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო“, - ამბობს ადგილობრივი.

მინდორში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

შსს-ს თანამშომლებმა ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge