თორნიკე მამალაძე: დადასტურებულად ვიცი, პატრიარქს ჩემი ძმის შეწყალება სურდა

  • pia.ge
  • 3 მაისი 18:57

დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მოუწოდებს, გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს მიმართოს.

„ციანიდის საქმეზე“  მსჯავრდებული დეკანოზის,  გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს,რომელსაც დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც ესწრებოდნენ.  


 დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა, აღდგომის დღესასწაულამდე, პრეზიდენტისთვის გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიემართა, თუმცა  შორენა თეთრუაშვილის ჩარევის გამო,ეს არ მოხდა.


„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა აღდგომამდე ეპისკოპოსებს დაავალა წერილის მომზადება, რომლითაც უნდა მიემართათ პრეზიდენტისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. წერილი არ დაიწერა იმ ქალბატონის გადაწყვეტილებით, რომელიც მოკალათებულია ამ დაწესებულებაში და ეკლესიას შიგნიდან ებრძვის.


 კათოლიკოს-პატრიარქს მივმართავთ, რომ აიღოს ხელში სადავეები, აიღოს ღვთისგან ბოძებული უფლება და მის ნებას ამ ქალბატონის ნებამ არ გადააჭარბოს. ვთხოვთ კათოლიკოს-პატრიარქს, გადადგას ნაბიჯი და მიმართოს პრეზიდენტს, შეწყალებასთან დაკავშირებით, რათა დაუყონებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე”, – აცხადებს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge