ლიეტუვამ კრემლთან კავშირის გამო, გრიგორი ლეპსი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

  • pia.ge
  • 3 მაისი 17:59

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალ გრიგორი ლეპს, იგივე გრიგორი ლეფსვერიძე, ლიეტუვაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.

Delfi-ის ინფორმაციით, საქნციები ძალაში მაგნიცკის სიის საფუძველზე შევიდა.

შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ლიეტუვის შს მინისტრმა ეიმუტის მისიუნასმა მოაწერა, მას მერე რაც მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მიმართა.

ჯერ კიდევ 20 მარტს ლიეტუვის კონსერვატორთა პარტიის წევრები ქვეყნის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართეს, რომ შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მიხედვით „დანაშაულებრივ ჯგუფებთან“ კავშირში მყოფ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

როგორც დეპუტატმა აუდრონიუს აჟუბალისმა განმარტა, „ლეპს საერთაშორისო მედიაში უწოდებენ რუსული მაფიის საყვარელ მომღერალს“, შესაბამისად, ლეპსი და სხვა მომღერლების ვიზიტი უნდა იყოს განხილული „ეროვნული უსაფრთხოების“ ჭრილში.

ლიეტუველი დეპუტატები ამბობდნენ, რომ 2013 წელს ლეპს ქვეყანაში შესვლაზე უარი აშშ-ში უთხრეს, რადგან ის დანაშაულებრივი დაჯგუფების „საძმო წრის“ წევრია.

ამავე მიზეზით მომღერალი ქვეყანაში 2016 წელს ბრიტანეთმა და 2018 წლის მაისში ისრაელმა არ შეუშვა.

19 მარტს გრიგორი ლეპსმა ვილნიუსში კონცერტი გამართა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge