ტურისტების რაოდენობა აპრილში 4.2%-ით გაიზარდა

  • რეზონანსი
  • 3 მაისი 10:36

საქართველოში აპრილში საერთაშორისო მოგზაურთა 647,770 ვიზიტი შედგა, ზრდა +4.6% შეადგინა. 

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +4.2%).


ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი +43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%, ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.


იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.  


ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +4.8%).


ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი


წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მარტი მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წყარო: რეზონანსი