ზელენსკიმ პუტინს უკრაინულ მიწებზე კონტროლის აღდგენა მოსთხოვა

  • რეზონანსი
  • 2 მაისი 22:07

უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინისთვის საზღვარზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინასა და რუსეთს საერთო მხოლოდ საზღვარი დარჩათ.  


აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუს და უკრაინელ ხალხს შორის ბევრი საერთოა.


„დიდხანს ვფიქრობდი უკრაინასა და რუსეთს შორის „ბევრი საერთოს“ შესახებ. რეალობა ისეთია, რომ დღეს ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის შემდეგ, „საერთო“ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი დაგვრჩა. 2295 კილომეტრი და 400 მეტრი „საერთო“ და რუსეთმა უნდა დააბრუნოს კონტროლი უკრაინის საზღვრის თითოეულ მილიმეტრზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ საერთოს ძებნის გაგრძელებას“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.

წყარო: რეზონანსი