როგორ „დააკავა სპეცოპერაციით“ პოლიციელმა ლევან სუხიტაშვილი და რას ვერ უბედავენ ქეთი ხუციშვილს კაცები კუნთების გამო

  • თბილისელები
  • 1 მაისი 20:32

მსახიობებმა ლევან სუხიტაშვილმა და ქეთი ხუციშვილმა ერთობლივი საქმე წამოიწყეს. „ადე ზეზე“ – ასე ჰქვია მათ ტანდემს.

კორპორატიული ღონისძიებების წამყვანობა სულაც არ არის მათთვის ახალი ამპლუა, თუმცა ამ საქმის გაგრძელებას ახლა უკვე ერთად აპირებენ და ბევრი საინტერესო იდეის განხორციელებას გეგმავენ.
ლევან სუხიტაშვილი: დღეს რომ მარტო მსახიობობით ვერ ირჩენ თავს, ახალი აბავი არაა. სამი-ოთხი ბიზნესი მაინც უნდა გქონდეს, მე ხან კორპორატიული საღამოები მიმყავს, ხან სხვადასხვა ღონისძიებას ვუკეთებ ორგანიზებას, პიარზე ვმუშაობ და გადავწყვიტე, ამ სიბერეში „ჯიპაში“ მესწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი, ჩემი გამოცდილება თეორიულად რომ გამემყარებინა. ვიცი, რომ ქეთისაც მიჰყავს კორპორატიული საღამოები, თან ორივე კარგად ვმღერით და უცებ მომივიდა აზრი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამას ერთად გავაკეთებდით. თან, დუეტში გოგო და ბიჭი კორპორატიულის წამყვანად ახალი და „კაი პონტია“. ესეც ჩემნაირი ენერგიული და გიჟია, თან ერთად ჩავწერთ სიმღერებს. კარგი იქნება, თუ სტუდიები გამოჩნდებიან და ვითანამშრომლებთ.


– მგონი, „აახიე“ შენს ძმას ეს გოგო. ჯერ მათ ჩაწერეს სიმღერა.


– ჩემი ძმა მჩუქნის ხოლმე რაღაცებს (იცინის). ორივესი იყოს, რა პრობლემაა.
ქეთი ხუციშვილი: იმედია, გიორგის არ ეწყინება, ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ მეგობრობაში ლევანს უფრო შევეწყვე. მაგარი იდეები აქვს ხოლმე. მართლა ჭკვიანი ბიჭია, ამიტომ, რომ მითხრა, მაშინვე დავთანხმდი.


– როდის დამეგობრდით?


– ეს ბიჭი შემიყვარდა და ჯერ კიდევ გაცნობისას ძალიან დავაფასე. სერიალში ჩემს სულ პირველ სცენას რომ ვიღებდით, ძალიან დაბნეული ვიყავი. ამდენი ვარსკვლავის გარემოცვაში აღმოვჩნდი, თან, ძალიან ვნერვიულობდი, როგორ მიმიღებდა საზოგადოება. რეჟისორმა, გიორგი ლიფონავამ რომ შემაქო, გაოგნებული დავრჩი, ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მსახიობებიდან ლევანი მოვიდა და ერთი სამჯერ გადამეხვია. ლევანს შეიძლება, არც ახსოვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი გამხნევება იყო. ბრავო, რა მაგარი გოგო ყოფილხარო, – მითხრა და ძალიან დავაფასე. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით.


ლევანი: მართლა თავისით აეწყო ჩვენი ურთიერთობა. ორივე ძალიან უშუალოები ვართ. ერთი სექსი არ გვქონია... (იცინის) ქეთი ძალიან კეთილია და ალალი. ჩემსავით გულწრფელია. მე სულ ვცდილობ, ჩავახშო ჩემში ეს თვისება, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად შემომტრიალებია. მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლე, შინაგანად რაც ვარ, ვარ. ქეთიც ასეთია, ორივე „ცოტა ვერ ვართ“ (იცინის).


ქეთი: ლევანი, ერთი შეხედვით, „ამჩემფეხება ბიჭის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში გულჩვილი, ძალიან ღრმა და ერთგული მეგობარია.


ლევანი: ზოგადად, ყველას „პოხუისტი“ ვგონივარ, საერთოდ არ ვარ ეგეთი. პირიქით, ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. ახლა ისეთი იდეა მაქვს, გადატრიალება მოხდება ქვეყანაში, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი.
– ქეთი, ცოტა „გიჟი“ არაა ლევანი? ასე იცნობენ.


ლევანი: ამ ბოლო დროს, მაგრად „მიტყდება“, ეგრე როა. ვიღაც წერდა: ეგ ისე იცმევს, მგონი „ცისფერიც“ არისო და მერე ვიღაცამ აგინა, ოთხი შვილი ჰყავს და ცოტა დაფიქრდიო. ამ კომენტარის ავტორებს თავიდან სახელებითა და გვარებით ვეძებდი და მისამართებს ვიწერდი. გაგიჟებული ვიყავი, მაგრამ ახლა „მკიდია“. თუ ვინმეს გაუსწორდება, რომ „პიდარასტი“ ვარ, კი ბატონო, ვეტყვი, რომ „პიდარასტი“ ვარ. მაგრამ ეს კიდევ იმდენად არ მწყინს, რამდენადაც ნარკომანობა. ცხოვრებაში ნემსი არ გამიკეთებია და ისე გამიგდეს ნარკომანის სახელი, როგორც არაფერი. ყოველ ზამთარს ვვარჯიშობ, რომ წონაში არ მოვიმატო და ეს დედანატირები, თუ კარგად გამოიყურები, ღიპი არ გადევს და ნორმალურად გაცვია „პიდარასტიც“ ხარ, ნარკომანიც და ყ...ც?


– ქეთიზე მომიყევი, როგორი გოგოა?


– ეგაა ნარკომანი (იცინის).


ქეთი: ვაიმე, როგორი ჯანმრთელი წესით ვცხოვრობ?! ვარჯიშის გარეშე დღე ვერ წარმომიდგენია. ქორწილში ყოფნას დარბაზში წასვლა მირჩევნია. ორი წელია ინტენსიურად ვვარჯიშობ. აი, რისი ნარკომანი ვარ (იცინის).


ლევანი: იცი, რა მაღიზიანებს? – ქვეყანაში დაწესებული სტანდარტები. მაგის გამო ძალიან ბევრჯერ გავხვეულვარ შარში. ზესტაფონში არსებობს ბაძაღუას სახელობის მოსახვევი, სადაც ძალიან მაგარი ამბავი გადაგვხვდა: ფეხბურთელი ძმაკაცები მყავს და ზესტაფონში ჰქონდათ თამაში. მე ბათუმში ვიყავი და იქიდან ჩავედი. ვარსკვლავებიანი ლურჯი შარვალი და მაისური მაცვია, რომელსაც 69 აწერია. ფეხბუთი დამთავრდა და ყავის დასალევად წავედით. მე, გიორგა და ორი ფეხბურთელი ძმაკაცი ვზივართ. გაიარა პატრულმა. თურმე, ვიღაც ბაძაღუა ახალი გადაყვანილი ჰყავთ თბილისიდან ოცმეთაურად და „პალაჟენიის“ დასაყენებლად უნდოდა, „კლასი“ ეჩვენებინა. შემამჩნია ყ...სავით რომ მეცვა და „გადაწყვიტა“, ვინც ვიყავი. ზესტაფონიდან რომ გამოვდივართ, გვეუბნება, გადააყენეთო და ჩვენც გადავაყენეთ. ჩემი ძმა საჭესთან ზის, გვერდით – მე და უკან – ძმაკაცები. ბაბულიკურად ჩამოგვხედა, სათვალე მოიხსნა, მოგვათვალიერა და ჩემს ძმას ეუბნება, შენ ჩამოო. „პადრუჩკი“ გაუკეთა და გვერდზე გაიყვანა. ჩემზე ეუბნება, ახლა მითხარი, რომ ის „კაიფშია“ და თქვენ გაგიშვებთო. ის პერიოდია, ჰაერშიც რომ აფსმევინებენ. გიორგიმ, რა უნდა გითხრაო?! და იმან – კაი, დაჯეო და ახლა შენ ჩამოო, მე მეუბნება. მეც „პადრუჩკით“ გამიყვანა გვერდზე და „მიხსნის“: ახლა გაგაფორმებთ და ქუთაისში წაგიყვანთ მოსაფსმელადო – ჩაცმულობის გამო, ამათი სტანდარტების... გამოიძახა სამი ეკიპაჟი, სპეცოპერაცია აქვს ტიპს, ერთ ხელში რაცია უჭირავს, მეორეში – ტელეფონი და ზესტაფონელებს აჩვენებს, რა მაგარია. დამაპატიმრა და ვეკითხები, კაი, წამოვედი ქუთაისში და არ აღმოვჩნდი „კაიფში“, შენ პასუხისმგებელი ხარ, რომ გამიშვებ-მეთქი და არაო. რატომო – ძმაკაცმა და ეს პასუხობს: მე უპირატესი ვარო. ცუდად ვართ, სიცილს ვეღარ ვიკავებდით. უპირატესია ტიპი: მე – ნარკომანი დამიჭირა და ის – ოცმეთაურია ზესტაფონში. ქალები არიან გამოსულები საცხობიდან და უყურებენ კინოს ყ... პოლიციელზე. დაპატიმრება რომ გააფორმა, ქალები ეძახიან, შვილო, ტელევიზორი არ გაქვს სახლშიო? გამოხედა და უპასუხა: მაქვს, თან ყველა ოთახშიო (იცინის). ვიწექით... რომ წავიდა, მერე პოლიციელები ამბობდნენ: ეს ვინ გადმოგვიყვანეს, სირცხვილით აღარ შეგვიძლიაო. ჩამიყვანეს ქუთაისში და არაფერი – არ აღმოვჩნდი „კაიფში“, მაგრამ მის მერე ბაძაღუა ჩვენი „ზეგმირია“ (იცინის).


– ქეთიც არ დავჩაგროთ, მითხარი, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში როგორია?


– ვიღაცები წერენ სისულელეებს და „ფეისბუქი“ მიგდებს ხოლმე, ნორმალურები არ წერენ. ეშინიათ კუნთა ქალის (იცინის).


ქეთი: გოგოებსაც ვეპრანჭები და ბიჭებსაც. კონკრეტულად არავის, ყველაზე მეტად კი ჩემს თავს.


– ლევანზე ამბობენ, მექალთანეაო და ასეა?


– მეც გამიგია, მაგრამ არაა. შეიძლება, ნებისმიერმა ბიჭმა გააყოლოს გოგოს თვალი, მაგრამ დახამებული ქალს უყურებდეს, ასეთი რამ მისთვის არასდროს შემიმჩნევია. სანამ ახლოს არ გაიცნობ ადამიანს, დასკვნა არ უნდა გააკეთო.


– ცოლი არ ეჭვიანობს?


– მე ამის მეუღლე ერთხელ ვნახე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ლევანს ზუსტად მისნაირი გოგო სჭირდება.


ლევანი: ქეთი მეუბნება, შენი ცოლი ხომ არ იეჭვიანებს... აუ, რამე არ იფიქროსო (იცინის). ვუთხარი, ვისზეც საფიქრალია, იმაზე არ ფიქრობს-მეთქი (იცინის).


ქეთი: მე, ზოგადად, არ მიყვარს დაძაბულობა. მით უმეტეს, არ მინდა, ჩემ გამო ვინმემ რამე იფიქროს. მე ძალიან თავისუფალი ვარ და ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ სხვებისაც მესმის.


ლევანი: ამისიც მესმის, ერთგვარი კომპლექსია, კაცთან რომ მეგობრობ. ცოლები ვიცი, ქალთან კი არა, ძაღლთან რომ გაიარო, იმაზე იეჭვიანებენ. ქალი რომ მამაკაცთან მეგობრობს, ყველა ფრთხილობს, ცოლმა რამე არ იფიქროსო. ამ დროს ცოლს გააჩნია.

წყარო: თბილისელები