შემაშფოთებელი ნიშნები დაშორების შემდეგ

  • თბილისელები
  • 1 მაისი 14:21

დაშორების შემდეგ ადამიანები ვცდილობთ, გავაანალიზოთ მომხდარის მიზეზები. უფრო ხშირად მომხდარში საკუთარ თავს ვიდანაშაულებთ ან ჩვენს პარტნიორზე და გარემოცვაზე ვართ გაბრაზებულები.

საუკეთესო ვარიანტია, კარგად დავფიქრდეთ და მივხვდეთ, ვიყავით თუ არა მზად ურთიერთობისთვის.


* როცა წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობაა, ორივე ვითარდება და აუცილებლად უკეთესობისკენ იცვლება. ისინი უკეთეს სამსახურს პოულობენ და კარგ კარიერასაც იქმნიან. ერთმანეთს მხარში უდგანან, თანაუგრძნობენ. როცა ურთიერთობა არაჯანსაღია, მაშინ ისინი კარგავენ მეგობრებს, არაფერი გამოსდით სამსახურში და მუდმივად გაღიზიანებული არიან;


* ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი წესია - უნდა მიიღოთ პარტნიორი ისეთად, როგორიც არის. შეიძლება, იმედი გაქვთ, რომ მათ შეცვლით, მაგრამ ძალდატანება ყოველთვის კრახით სრულდება. თუ ადამიანი გიყვართ, უნდა გიყვარდეთ უარყოფითი მხარეებითაც;


* მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან თავს კომფორტულად გრძნობდეთ. თუ ასე არაა, მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ურთიერთობა წარუმატებელია. როდესაც პარტნიორების ემოციები ერთმანეთს არ შეესაბამება, ურთიერთობას განვითარება არ უწერია.


* ყურადღება და საჩუქარი ყველას სიამოვნებს, მაგრამ სიყვარულის არსებობა-არარსებობას თუ ამით განსაზღვავთ, ეჭვი გეპარებათ ამ ურთიერთობაში, ყველაფერი ეს ერთ დღეს დიდ პრობლემად გადაიქცევა და სიყვარულიც დასრულდება;


* როცა ურთიერთობა ჯანსაღია, პარტნიორები არ ცდილობენ თავიანთი ნაკლოვანებები ერთმანეთს გადააბრალონ. რადგან იციან რა უნდათ და ერთმანეთს ბოროტად არ იყენებენ;


* ყველა წყვილის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები, მაგრამ როცა ურთიერთობა ნამდვილია და სიყვარული – ძლიერი, წყვილები მათ ერთად გადალახავენ. თუ მცირე დაბრკოლებასაც დიდი კონფლიქტი მოსდევს, ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება;


* ერთმანეთს უნდა ენდობოდეთ, მხოლოდ ასე შეიძლება, თქვენი სიყვარული დიდხანს გაგრძელდეს. ეჭვიანობა ანადგურებს სიყვარულს, წყვილს შორის უნდა არსებობდეს ნდობა და ურთიერთობისას ორივე საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყოს. ეს ბრმად ნდობას არ ნიშნავს – თუ თქვენი პარტნიორი ხშირად იმიზეზებს გაურკვეველ შეხვედრებს, ცივია და გაურბის გულწრფელ საუბრებს, ესე იგი ურთიერთობა დასასრულებულია;


* თუ თქვენ გასცემთ და შესაბამის სიყვარულსა და სითბოს ვერ იღებთ, უნდა დაფიქრდეთ – გიღირთ ეს ურთიერთობა?

წყარო: თბილისელები