ვენესუელაში 30 აპრილის არეულობის დროს 109 ადამიანი დაშავდა

  • 1tv.ge
  • 1 მაისი 10:22

ვენესუელაში 30 აპრილს მომხდარი ამბოხის დროს 109 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დასავლური მედია ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობილია, რომ რამდენიმე დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.


როგორც „გარდიანი“ იუწყება, ამ დროისთვის ვენესუელას დედაქალაქში სიმშვიდეა, თუმცა ხუან გუაიდოს მხარდამჭერები პირველ მაისს მასშტაბური დემონსტრაციის გამართვას გეგმავენ. მასობრივი აქციების დაწყების შესახებ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა.


30 აპრილს ვენესუელაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლას მადუროს ოპონენტმა, ხუან გუაიდომ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში მან მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა. 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge