რა გახდა ინდოეთში სტუდენტთა მასობრივი თვითმკვლელობის მიზეზი?

  • რეზონანსი
  • 30 აპრილი 21:14

კომპიუტერულ პროგრამის გაუმართავობის გამო, ასობით ათასი სტუდენტის საგამოცდო ქულა არასწორად გამოქვეყნდა და მათი უმრავლესობა ჩაიჭრა.

ქულების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის განმავლობაში 21-მა სტუდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათ შორის ერთი ბიჭი მატარებელს შეუვარდა, ერთმა გოგომ კი თავი დაიწვა.


ინციდენტი ინდოეთის ტელანგანას შტატში მოხდა. სტუდენთა გამოცდის შედეგები 18 აპრილს გამოქვეყნდა. განათლების სამინისტრომ აღიარა, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სისტემაში, რომელიც ქულების დასათვლელად გამოიყენება, მასშტაბური ხარვეზები დაფიქსირდა.


გამოცდები ჯამში 1 მილიონზე მეტმა სტუდენტმა დაწერა, მათგან 300 000-ის შედეგები არასწორად გამოქვეყნდა.


ინდოეთის ხელისუფლება მოუწოდებს სტუდენტებს, მომხდარის გამო, საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენონ. განათლების სამინისტრო პირობას დებს, რომ საგამოცდო ნაშრომები ხელახლა შემოწმდება და ქულებსაც ახლიდან დაითვლიან.


საგამოცდო სისტემაში დაშვებული შეცდომისა და ამ მიზეზით ახალგაზრდების თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: რეზონანსი