აკადემიკოსის ნახევარი

  • თბილისელები
  • 30 აპრილი 17:29

ერთხელ შინ მისულმა მეუღლემ შალვა ნუცუბიძეს უთხრა:

– ჩემი სკოლის ამხანაგები, ახლა უკვე აკადემიკოსები, შემომხვდნენ. მართალია, მოწაფურის სიყვარულით, მეგობრობითაც კი გამომელაპარაკნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გამწკეპლეს: აი, სკოლაში რომ გვვჯობნიდი, ცხოვრებაში მაინც ხომ ჩვენ გაჯობეთ, აკადემიკოსები ვართო...

– მერე ვერ უთხარი, მე ისეთი აკადემიკოსის ნახევარი ვარ, თქვენ მთელებსა გჯობივართო?1 – გააწყვეტინა შალვამ.

წყარო: თბილისელები