გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მოხიბლეთ მამაკაცი პირველივე პაემანზე

  • თბილისელები
  • 30 აპრილი 15:20

ქალი მამაკაცთან შეხვედრისას ყოველთვის ღელავს, მით უფრო, თუ ურთიერთობა მხოლოდ იწყება. ეს აბსულუტურად ნორმალურია. მაგრამ გადაჭარბებული ემოციები შეცდომის დაშვების რისკს ქმნის.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მოხიბლეთ მამაკაცი პირველივე პაემანზე.


რჩევა პირველი – გაცნობის ეტაპზე ქალისთვის ყველაზე მთავარი ბუნებრიობაა. ხელოვნურობას მამაკაცი ამჩნევს. თუ თავიდანვე წარმოდგენას დადგამთ, გაითვალისწინეთ, რომ მეორე, მესამე აქტის შემდეგ ყველა წარმოდგენა აუცილებლად სრულდება. ასე რომ, იყავით ის, ვინც ხართ.


რჩევა მეორე – ხშირად ქალი დაუფიქრებლად ცდილობს მოვლენების დაჩქარებასა და პროცესის სადავეების ხელში აღებას. პირველი თვითონ ურეკავს, უგზავნის უამრავ შეტყობინებას, სთავაზობს შეხვედრას. გეგმავს დაოჯახების დროს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობის გაღრმავების დინამიკა ქალებსა და კაცებს განსხვავებული აქვთ. ამიტომ ქალი, რომელიც ჩქარობს, ურთიერთობას თავიდანვე ძალიან სერიოზულად აღიქვამს, მამაკაცს არ უტოვებს სივრცეს საკუთარი სიტყვის სათქმელად. რაც მას არ მოსწონს და გაქცევას ცდილობს.


რჩევა მესამე – სანამ ურთიერთობა ჩამოუყალიბებელია, თქვენი პარტნიორი თქვენ წინაშე არაფერშია ვალდებული. ურთიერთობის დასაწყისშივე ნუ „ჩართავთ“ მოლოდინის რეჟიმს, რადგან ამით იმედი გაგიცრუვდებათ, ურთიერთობის განვითარებას კი სერიოზულად შეაფერხებთ.
რჩევა მეოთხე – გახსოვდეთ, ეჭვიანობით მანიპულირებას მხოლოდ დაბალი თვითშეფასების ქალები მიმართავენ.


რჩევა მეხუთე – ნუ დაუჯერებთ ისეთ სტატიებს, სადაც გასწავლიან – „რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კაცმა პირველივე პაემანზე შეგვიყვაროს“. იყავით ბუნებრივი.


რჩევა მეექვსე – პირველივე შეხვედრაზე არ გამოხატოთ თქვენი ემოციები და არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ აღფრთოვანებული ხართ და თავდავიწყებით გიყვართ.


რჩევა მეშვიდე – ქალებს უყვართ საკუთარ თავსა და ემოციებზე ლაპარაკი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს თქვენი ემოციური სენტიმენტები დიდად არ აინტერესებთ. ურთიერთობაში გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზედმეტი გულწრფელობით მამაკაცს მხოლოდ შეაშინებთ.


რჩევა მერვე – ზოგჯერ ქალი გაუცნობიერებლად ცდილობს, „მიეწებოს“ მამაკაცს, როგორც დადებითი ემოციების წყაროს. ამ დროს ქალი სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს: იმაზე მეტს, ვიდრე მამაკაცს შეუძლია ურთიერთობის საწყის ეტაპზე. შედეგად ქალი იმედგაცრუებული და გულნატკენი რჩება. ნუ დააჩქარებთ პარტნიორს. თუ მოვლენებს თავისი დინებით მიუშვებთ, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება.

წყარო: თბილისელები