ჰოლივუდის პროდიუსერები საქართველოში კინოწარმოების პოტენციალს სწავლობენ

  • pia.ge
  • 27 აპრილი 22:29

ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები როგორებიცაა: HBO, UNIVERSAl PICTURES, ასევე, დამოუკიდებელი ლოკაციის მენეჯერები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს სწავლობენ.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს.

კინომწარმოებლების ვიზიტი ერთ კვირას გასტანს. დღეისათვის მათ უკვე მოინახულეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, გერგეთის სამება, რაიონში არსებული რამდენიმე უძველესი ციხე-სიმაგრე, ასევე, დაათვალიერეს შატილის კოშკები და სვეტიცხოველი.

ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS”, „ STAR WARS: The Force Awakens “, „SKY FALL“, “NEVER LET ME GO” და ა .შ. ტურის ფარგლებში, 28 აპრილიდან 1 მაისის ჩთვლით, ამერიკელი პროდიუსერები ესტუმრებიან თბილისს, რუსთავს, ჭიათურას, უფლისციხეს, ციხისძირსა და ბათუმს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.

პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც 2016 წლიდან შემოსული 20 განაცხადი მოწმობს. უკვე განხორციელებული, თუ მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა  39.8 მლნ ლარს შეადგენს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge