ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 27 აპრილი 20:05

ზესტაფონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

"პირველის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე სავალი გზიდან გადავარდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიუება 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge