იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

  • pia.ge
  • 27 აპრილი 15:34

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.


მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.


წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ მთელს მსოფლიოში გაავრცელებენ.


აღდგომის ტაძარში ათასობით მომლოცველი იმყოფება, მათ შორის ქართველი მორწმუნეებიც არიან. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge