დღეს დიდი შაბათია

  • pia.ge
  • 27 აპრილი 11:16

ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღე. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.

შეგახსენებთ, წმინდა ცეცხლს საქართველოდან იერუსალიმში ჩასული მომლოცველები დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩამოაბრძანებენ. წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge