ზალიკო ბერგერი: ვფიქრობ, ჩემი შვილი სუროგატ დედას გავაჩენინო

  • სარკე
  • 25 აპრილი 15:27

დიზაინერ ზალიკო ბერგერის ფეისბუქ-ლაივები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარკეტინგულ სფეროში შემოღებულია ტერმინი " ზალიკო ბერგერის ავთენტიკური რეკლამა"

ზალიკო ოფიციალურად არსად მუშაობს, თუმცა ყველგან არის, სადაც ცხოვრება ჩქეფს და ფუფუნებაა. ის მეგობრებს დაჰყავთ სამოგზაუროდ და მისთვის არც ძვირფას საჩუქრებს იშურებენ. 


ამ საჯარო მხიარული შოუების მიღმა ზალიკო ბევრ რამეს მალავს, მათ შორის ასაკსაც, რომელიც ვერცერთ ტელეშოუში ვერ ათქმევინეს. აი საყვარელ ჟურნალ "სარკესთან" კი ზალიკომ გაამხილა, მალე რამდენის გახდება. 


გთავაზობთ "სარკედან"  ზალიკო ბერგერის ინტერვიუს ამონარიდს. 


ასაკს რატომ მალავთ? ვერცერთ თოქ-შოუში ვერ გათქმევინეს, რამდენი წლის ხარ.


- არ ვიცი, მინდა, რომ უფრო ახალგაზრდა ვეგონო ყველას, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთი იდუმალება შევძინე ჩემს ასაკს, მგონი იმაზე ასაკოვანი ვგონივარ, ვიდრე ვარ. 


-ამიტომ ხომ არ ჯობია, რომ ჩვენთან გაამჟღავნოთ? 


- კარგი, "სარკის" და ავთო ჩიტიძის მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო ხმამაღლა ვაღიარებ, რომ 44 წლის გავხდი. იმდენად სულ სხვადასხვა ვერსიებს ვამბობ ხოლმე, რომ ხან 32 წელს, ხან 42-ს, რომ წელს როცა 44 წლის გავხდი, მეგონა 42 წლის ვხდებოდი. 


ბოლო დროს ხშირად აღნიშნავთ, რომ დროა, შვილზე იფიქროთ და ამბობენ, რომ სუროგატ დედასაც ეძებთ შვილის გასაჩენად.


-სულ ვფიქრობ, რომ სუროგატმა გამიჩინოს გოგო, რომელსაც დედაჩემის სახელს, ბელას, დავარქმევ. მინდა შვილი 50 წლამდე მოვასწრო., თუმცა ხანდახან ფიქრები შემიპყრობს, რომ შვილი რა აუცილებელია ამ ცხოვრებაში. ზოგიერთ მეგობარს რომ ვუყურებ, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩადეს შვილში და შედეგი ვერ მიიღეს. ხანდახან შვილის ყოლის პასუხისმგებლობაც მაშინებს და ვარ ამ ორჭოფობაში. 


ჩემი შვილის საკითხი ბელას უფრო ადარდებს. ორ რამეზე ნერვიულობს ყველაზე მეტად, რომ ვსვამ და შვილი არ მყავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სუროგატს გავაჩენინო შვილი და ბელამ დაისვენოს. როგორც კი სუროგაციაზე დავიწყე ლაპარაკი, იმდენმა მეგობარმა მითხრა, მე გაგიჩენო, მაგრამ შემდეგ ისიც მიაყოლეს, ბარემ ხელიც მოვაწეროთო, შემდეგ შენს სახლშიც გადმოვალთო, რომ ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს. 


 

წყარო: სარკე