შინდისში ავარიის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა

  • pia.ge
  • 25 აპრილი 12:54

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რის შედეგადაც 5 მოზარდი დაშავდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


როგორც ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge