შრი–ლანკაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

  • pia.ge
  • 25 აპრილი 11:26

შრი–ლანკის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე დასახლება პუგოდაში შუთხაბათს, 25 აპრილს დილით ახალი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია News 1st ავრცელებს.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარს სამართალდამცავები იძიებენ.

აღდგომის კვირას შრი–ლანკაში აფეთქებების სერია განახორციელეს, რომლებსაც, ბოლო მონაცემებით, 359 ადამიანი ემსხვერპლა და 520 დაშავდა.

ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge