კვიციანი: არა მგონია, პუტინს თვითონ სძულდეს ქართველები

  • fortuna.ge
  • 25 აპრილი 10:01

“არა მგონია, რომ პუტინს თვითონ სძულდეს ქართველები”- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ტაბულას გადაცემაში მძიმე კაცთან განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსებმა დაგვინდეს.


“არა მგონია, რომ პუტინს თვითონ სძულდეს ქართველები, თქვენ გეცოდინებათ როგორი დაბომბვები იციან რუსებმა და როგორი თავდასხმები იციან და რადგანაც ის არ გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ, ესე იგი  რაღაცა დაგვინდეს კიდევ” – აღნიშნა კვიციანმა.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge