თბილისის მეტროში პირველი ხაზი არ მუშაობს

  • 24 აპრილი 19:50

თბილისის მეტროში შეფერხებაა. "პირველის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მეტროს პირველი ხაზი მთლიანად პარალიზებულია.

როგორც "პირველის" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ "გოცირიძის" ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა. კომპანიაში მოძრაობის აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.


ამ დროისთვის, თბილისი მეტროს საბურთალოს ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს.