პლანეტის ულამაზესი ქალი დასახელდა

  • imedinews.ge
  • 24 აპრილი 18:35

ჟურნალ People-ს ვერსიით, პლანეტის ულამაზესი ქალი ჯენიფერ გარნერი გახდა. ამერიკელი მსახიობი სპეციალური ნომრის ყდაზე მოხვდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსახიობი ახერხებს მსახიობობა, თავის კომპანიაში და ასევე ორგანიზაციაში „გადაარჩინე ბავშვები“ მუშაობა ერთმანეთს შეუთავსოს. გარდა ამისა, ის 3 შვილის დედაა.


ჯენიფერ გარნერი 47 წლისაა. 2018 წელს პლანეტის ულამაზეს ქალად People-მა მომღერალი პინკი დაასახელა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge