კაცებისთვის უარის თქმის გამო, 18 წლის გოგოს თავში ესროლეს

  • primetime.ge
  • 24 აპრილი 16:51

სტუდენტ გოგოს თავში პნევმატური იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. იგი უკმაყოფილო კაცების ჯგუფის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ინციდენტი ლონდონში, 14 აპრილს მოხდა.


18 წლის სედი ნიკოლსი, თავისი მეგობრის 21 წლის იუბილის აღსანიშნად, კლუბში იყო წასული.  გოგოებმა საკვების საყიდლად, ღამის კლუბიდან გარეთ გასვლა გადაწყვიტეს, როდესაც მათ 6 კაცი მიუახლოვდა.


კაცებმა გგოებთან გამოლაპარაკება სცადეს, ისინი სტუდენტებს ჯერ კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად შეხებაც სცადეს.


„თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდით. ზურგი შევაქციე. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და თავისი ქურთუკი მომაცვა. მე ვუთხარი წასულიყო და ჩემთვის თავი დაენებებინა. ამაზე სიცილი დაიწყეს. 2 წუთში კი ჩემს მეგობარს ხელზე პნევმატური იარაღიდან ნასროლი ტყვია მოხვდა. მე კი თავში მესროლეს. მიწაზე დავეცი და გონება დავკარგე,“- იხსენებს სედი ნიკოლსი.


გოგონების დაჭრის შემდეგ, უცნობი მამაკაცების ჯგუფმა შემთხვევის ადგილი დატოვა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი სტუდენტებთან მალე მივიდა და 18 წლის სედის გადარჩენაც შეძლეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა. გოგონას პნევმატური იარაღის ტყვიის ნამსხვრევები თავიდან ამოუღეს და ნაკერებიი დაადეს, თუმცა ექიმებს 1 ნატეხის ჩატოვება მოუხდათ.


„უმეტესი ნაწილი ამოიღეს, თუმცა ამ დრომდე მაქვს თავში მეტალი. ვერ იღებენ, რადგან შეიძლება სერიოზული დაზიანება მივიღო,“- ამბობს სედი ნიკოლსი.


 




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge