"თუ საკუთარი დაბადების დღის გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?"

  • primetime.ge
  • 24 აპრილი 16:00

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ბარბრა სტრეიზანდი, დღეს 77 წლის გახდა. 

ბარბრა ჯოან სტრეიზანდი 1942 წლის 24 აპრილს ებრაულ ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამა, ემანუელ სტრეიზანდი ემიგრანტი ავსტრალიიდან, ინგლისური ენის ფსიქოლოგიის პროფესორი იყო, რომელიც იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ბარბრა ორი წლისაც კი არ იყო. დედამ, იდა როუზენმა, ოჯახი რომ ერჩინა, სკოლაში მდივნად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ფული მაინც კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ. ბავშვობაში, ბარბრა შოუ-ბიზნესში კარიერის დაწყებაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა. 


ზომაზე მეტი სიგამხდრისა და არაორდინალური შესახედაობის გამო ბარბრას არა მარტო თანატოლები, არამედ საკუთარი დედაც კი დასცინოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც ის თავს ბოლომდე მყუდროდ გრძნობდა, იყო კინოთეატრის დარბაზი. ის უყურებდა საყვარელ ფილმებს და საკუთარ თავს მთავარი გმირების ადგილზე წარმოიდგენდა ხოლმე.


მსახიობმა, საკუთარი კარიერის დასაწყისში, 18 წლის ასაკში, ერთადერთი რამ შეცვალა  – სახელიდან სულ ერთი ასო „ა“ ამოიღო და ბარბარას ნაცვლად გახდა ბარბრა. მას მერე არაფერი შეუცვლია, ბარბრა არც პლასტიკურ ოპერაციაზე დათანხმებულა და არც გვარის გადაკეთებაზე, ის ყოველთვის რჩებოდა ბუნებრივი და გულწრფელი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც.


სტრეიზანდი ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა - პირველი მეუღლესთან, მსახიობ ელიოტ გულდთან, რომელსაც 8 წლიანი ურთიერთობის შემდეგ გაეყარა ერთადერთი ვაჟი ჯეისონ გულდი შეეძინა. 1998 წერლს სტეიზანდი მსახიობ ჯეიმსონ ბროლინს გაჰყვა ცოლად.  


გარდა ამისა, სტრეიზანდს გახმაურებული რომანი ჰქონდა მსახიობ ომარ შარიფთან, ელვის პრესლისთან, ნაყინის იმპერიის „ბასკინ და რობინსის“ მემკვიდრესთან, რიჩარდ ბასკინთან, პირად სტილისტთან ჯონ პეტერსონთან და მილიონერ დოდი ალ-ფეიედთან. ასევე კანადის პრემიერ მინისტრთან პიერ ტრუდოსთან. ცნობილია ასევე, რომ დიზაინერი დონა კარანი ბარბრას უახლოესი მეგობარია - მსახიობმა გამოსცა საკუთარი წიგნი „ჩემი დამოკიდებულება დიზაინერთან“ ასევე, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარბრას რომანი ჰქონდა ბილ კლინტონთან, რომელიც სინამდვილეში მისი ახლო მეგობარია და რომლის საარჩევნო კამპანიას ბარბრა აქტიურად უჭერდა მხარს, რაზეც ძალიან გაბრაზდა და განაცხადა:


„მე ვიღაც მერლინ მონრო კი არა ვარ, რომ პრეზიდენტებთან მქონდეს რომანები!“. 


ბარბრა სტრეიზანდი იყო პირველი მსახიობი, რომელიც ჟურნალ “Playboy“-ის გარეკანზე გამოაქვეყნეს.    


შეგახსენებთ, რომ ბარბრას პირველი თეატრალური დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა, როცა ქალაქიდან ქალაქში მოძრავ პატარა თეატრში, იაპონელი გლეხის ეპიზოდური როლი შეასრულა. სპექტაკლის შემდეგ, მან საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა. ბარბრა სტრეიზანდი არასდროს არ დაუფლებია სამსახიობო ხელოვნებას და არც ვოკალის გაკვეთილები გაუვლია. ის, ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული და თვლიდა, რომ „ითამაშო - ეს იმდენად ადვილია, რომ ამის სწავლა უბრალოდ სირცხვილია“… 20 წლის ასაკში ბარბრამ პირველი როლი მიიღო ბროდვეის დადგმაში, რომლისთვისაც ნომინირებული იყო პრესტიჟულ თეატრალურ პრემიაზე „ტონი“. მისი მეორე როლი კი - ფანის როლი სპექტაკლში „სასაცილი გოგონა“. სწორედ, აქ შეამჩნიეს ბარბრა ჰოლივუდის პროდიუსერებმა და მოიწვიეს სპექტაკლის კინემატოგრაფიულ ვერსიაში, რომელშიც მას პარტნიორობას შესანიშნავი მსახიობი ომარ შარიფი უწევდა და რომელმაც ბარბრა სტრეიზანდს პირველი „ოსკარი“ მოუტანა.


„რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ დილით გაიღვიძე - ეს უკვე ბედნიერებაა. ყოველი გავლილი დღისთვის ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო. თუ საკუთარი დაბადების დღის გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“ - ამბობს ვარსკვლავი. 


 

წყარო: primetime.ge