შსს ჯიბღაშვილის საქმეზე: განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა

  • pia.ge
  • 24 აპრილი 15:03

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების შესახებ "პირველი"  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების ექსპერტიზის პასუხები ასეთია: კოკაინი - 0,5659გ, ექსტაზი(MDMA)- 0,1921გ


"განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით",-განუცხადეს "პირველს" შსს-ში.


ბიზნესმენ და მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან  გაათავისუფლა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge