23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 22 აპრილი 22:34

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 
 

ვერძი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. იმატებს ინტუიცია, შემოქმედებითი უნარი და სექსუალურობა. შესაძლოა, დაკარგულმა მეგობრებმა თქვენთან ურთიერთობის აღდგენა სცადონ. ამბიციები მოთოკეთ, დიდსულოვნება გამოიჩინეთ, კომპრომისი იპოვეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამჟამად ბავშვები თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ.



კურო
შესანიშნავი დღეა ძველის შეფასებისა და ახლის დაგეგმვისთვის. ეს დღე დიეტასა და აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება. ეცადეთ, მოჭარბებული ენერგია გონივრულად გამოიყენოთ, თორემ მალე დაუძლურდებით.



ტყუპები
შესანიშნავი დღეა ახალი პროექტების დაწყების, ურთიერთობების განახლებისა და თანამოაზრეების შემოკრებისთვის. გირჩევთ, საკუთარი ენერგია გონივრულად გამოიყენოთ. ხელსაყრელი პერიოდია საქმის რადიკალურად შემობრუნებისა და წარმატებისთვის.



კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებით დასრულდება. მომავალ კვირაში სასიამოვნო ცვლილებები გელით - ეს ბავშვებს, შემოქმედებით ან პირად წარმატებებს უკავშირდება.



ლომი
ხელსაყრელი დღეა საკუთარი პოზიციების გამყარებისა და დაგროვილ საქმეებთან გამკლავებისთვის. უსამართლობას, რომელმაც თქვენ ან თქვენი ახლობელი დაგაზიანათ, სასტიკად გააპროტესტებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აქტიურობა და პირდაპირობა მდგომარეობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ, ხოლო ფეთქებადი ხასიათი და მოუთმენლობა საქმეს გაგირთულებთ. სარისკო კომერციული ოპერაციები ფინანსურად დაგაზარალებთ.



ქალწული
იზრდება თქვენი შემოქმედებითი უნარები, ინტუიცია და სექსუალურობა. ოპტიმიზმით სავსე ხართ, თუმცა შეიძლება ვიღაცამ თქვენი კეთილგანწყობა არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ.



სასწორი
ეს დღე მატერიალურ სფეროში დანაკარგსა და პირად ცხოვრებაში წარუმატებლობას უკავშირდება. სავარაუდოდ, არაკეთილმოსურნეთა შური თქვენს ცხოვრებაში ნეგატიურ როლს შეასრულებს. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ, ცდუნებებს ნუ აჰყვებით და საკუთარ სისუსტეებს შეეწინააღმდეგეთ. ნუ დაგეგმავთ მეგობრებთან შეხვედრებს.



მორიელი
ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დღეა. შესაძლოა, ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ. კოლეგების ან საყვარელი ადამიანის შეთავაზებას დაუფიქრებლად უნდა დასთანხმდეთ. ყველა საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებული ფინალი ექნება.



მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა ახალი საქმეებისა და პროექტების დაწყებისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, მოჭარბებული ენერგია კონსტრუქციულად გამოიყენოთ - უსარგებლო საუბრებსა და არაფრისმომცემ საქმეში ძალას ნუ დახარჯავთ.



თხის რქა
ენერგიითა და ოპტიმიზმით სავსე ხართ. იზრდება თქვენი ინტუიცია და სექსუალურობა. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ზედმეტად კეთილად და მორიდებულად ჩაგთვალოთ და საკუთარი ვალდებულებების თქვენთვის გადმობარება გადაწყვიტოს.



მერწყული
ამ დღეს უამრავი სიურპრიზი და მოულოდნელობა გელით - როგორც კარგი, ისე ცუდი. ოჯახში დაძაბული სიტუაციაა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას გამოცდა ელის. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში. გირჩევთ, მათი სიტყვები და ქმედებები სერიოზულად არ აღიქვათ.



თევზები
ეს დღე სასიცოცხლო ძალების კონცენტრაციასა და საკუთარი შეხედულებების დაცვას განასახიერებს. წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. დინებას გამართლების იმედად ნუ მიჰყვებით. მიზნის მიღწევისთვის დიდი ძალისხმევა გმართებთ. მოსალოდნელია ძვლოვანი სისტემის დაავადებები.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge