რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

  • 22 აპრილი 21:30

15 წლის გოგონა, რომელსაც რუსთავში მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია ,,პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდი თავს კარგად გრძნობს.


გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში დღეს დაფიქსირდა. მოზარდი რუსთავში, ბებიასთან ერთად ცხოვრობს.