საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს

  • imedinews.ge
  • 22 აპრილი 19:27

ინგლისელი ნიჩბოსანი ეთენ სკოტი ლონდონში საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ასობით ადამიანს შორის აღმოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს. 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 26 წლის სპორტსმენისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სკოტის თქმით, მისთვის აქციაში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დემონსტრანტები გლობალური დათბობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 


ბრიტანელმა ნიჩბოსანმა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი გახდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge