რა წერილი დატოვა 15 წლის გოგომ, რომელსაც დილიდან ეძებენ

  • primetime.ge
  • 22 აპრილი 19:19

რუსთავში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა. "პრაიმტაიმს" დაკარგული გოგონას ახლობლები უყვებიან, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი საზღვარგარეთ იმყოფება.

ახლობლების გადმოცემით, გოგონას გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდო ბულინგია, ვინაიდან მან წასვლის წინ წერილი დატოვა.


"წერილი დაუტოვა ბებიას. წერს, რომ მომბეზრდა ყველაფერიო. სავარაუდოდ, ბავშვს ფსიქოლოგიურად პრობლემები აქვს თანატოლებთან, რადგან ფიზიკურად იწუნებდა საკუთარ თავს და წერს, რომ თითქოს მსუქანი ვარო. ბავშვია, შეიძლება ვინმემ რამე უთხრა ისეთი ამის გამო და მეტი რა უნდა ამ ასაკის ბავშვს" - გვიყვება დაკარგული მოზარდის ერთ-ერთი ახლობელი. 


შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, გოგონას სამძებრო სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge