რუსთავში 15 წლის გოგოს ეძებენ

  • kvira.ge
  • 22 აპრილი 18:49

რუსთავში 15 წლის ნია იუკურიძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დღეს დილით სახლიდან გამოვიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს 112-ში დაფიქსირდა.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge