ამერიკელი მარხვის განმავლობაში მხოლოდ ლუდს სვამდა და 20 კილო დაიკლო

  • imedinews.ge
  • 22 აპრილი 18:31

აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ ნიუტაუნის მკვიდრი დელ ჰოლი დიდი მარხვის განმავლობაში მხოლოდ ლუდს სვამდა და 20 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ მან YouTube-ის საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

ჰოლმა მარხვის შენახვა 6 მარტს დაიწყო და 21 აპრილს დაასრულა. ყველანაირ საკვებზე უარის თქმა და ამის ნაცვლად მხოლოდ ლუდის მიღება ჰოლმა შუა საუკუნეებში მიუნხენთან მდებარე მონასტრის ბერების მიბაძვით გადაწყვიტა, რომლებიც მარხვის დროს მხოლოდ საკუთარი წარმოების ლუდს სვამდნენ.


ლუდის გარდა დელ ჰოლი ხანდახან უშაქრო ჩაის, უშაქრო შავ ყავას და გაზიან წყალს სვამდა და მულტივიტამინებს იღებდა. დღეში ამერიკელი კაცი ორიდან ხუთ ბოთლამდე ლუდს სვამდა. ჰოლის თქმით, შიმშილი მას არ აწუხებდა, მაგრამ ხანდახან საკვები ესიზმრებოდა.


მარხვის დაწყებამდე დელ ჰოლი 132,6 კილოგრამს იწონიდა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge