აშშ-ში ალბინოსი ირემი გადაიღეს

  • imedinews.ge
  • 22 აპრილი 17:00

მიჩიგანის შტატის მკვიდრმა იშვიათ ალბინოს ირემს ფოტო გადაუღო. ამის შესახებ Livingston Daily წერს. 

რასელ რეომი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზასთან ცხოველი შენიშნა. 74 წლის კაცმა მას ფოტო თავისი მობილური ტელეფონით გადაუღო.


ბიოლოგის ეშლი ოტენრიეტის თქმით, მსოფლიოში ალბინოსი ირმების რაოდენობის დათვლა რთულია. „ეს იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს"- ამბობს ოტენრიეტი. 


ადგილობრივებმა ალბინოს ირემს ფიფქია შეარქვეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge