შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს დანიის ყველაზე მდიდარი ადამიანის 3 შვილი ემსხვერპლა

  • newposts.ge
  • 22 აპრილი 16:33

შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტებს დანიის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანდერს ჰოლჩ პოვლსენის სამი შვილი ემსხვერპლა.

პოვლსენი ყველაზე მსხვილი კერძო მიწისმფლობელია შოტლანდიაში, ტანსაცმლის მაღაზია Bestseller-ის ერთპიროვნული მფლობელი და Asos.com-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი. მისი ქონება 4.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.


46 წლის პოვლსენი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად შრი ლანკაზე აღდგომისთვის კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გაჩერდა, რომელიც ტეროროსტების სამიზნე გახდა.


შრი ლანკაზე გუშინ აღდგომის დღესასწაულზე 8 აფეთქება მოხდა, ტერორისტების სამიზნე კათოლიკური ეკლესიები და ფეშენებელური სასტუმროები გახდა. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 290 აღწევს, მათ შორის 27 უცხოელია, დაშავებულია 500 ადამიანი, ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს, რადგან დაშავებულთა შორის რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge